მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეზღუდვებს გრძელვადიანი შედეგი არ აქვს“ - თამარ გაბუნია

ინტერესი ვაქცინაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია
1634301893
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირებულების უმრავლესობა აცრილი არ არის.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ ადამიანების აცრა.

„სტატისტიკა გვეუბნება, რომ ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე, იმ პირების უდიდესი ნაწილი, ვინც ჰოსპიტალში მოხვდა. როდესაც ვამბობ, უდიდესი ნაწილი, ეს არის 98%. რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება.

უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს რეალურად როგორც ინფიცირების, ასევე, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დელტა შტამის საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციაზე მოთხოვნა მომატებული არ არის, თუმცა იმედი აქვს, რომ აცრის მაჩვენებელი მოიმატებს.

ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ შეზღუდვებს არ აქვს გრძელვადიანი შედეგი, უნდა დაემატოს ვაქცინაციის მექანიზმი და გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება.

„დელტა შტამი ბევრად დამაზარალებელია. კანადამ გამოაქვეყნა 2 დღის წინ კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ დელტას შემთხვევაში ინფექციები 2-ჯერ სწრაფად ვრცელდება, ასევე, თითქმის 3-ჯერ უფრო მაღალია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის რისკი და თითქმის 2-ჯერ იზრდება დელტა შტამის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს დაავადების მართვის კუთხით. ამისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება კი არის აცრა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე