მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შინაგან საქმეთა მინისტრი „სინოფარმით“ აიცრა

ვახტანგ გომელაური აიცრა
1620194672
COVID-19

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მან აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.

„ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ავიცერი. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ მინდა ჩემს თანამშრომლებს მივცე მაგალითი და ყველას მოვუწოდო აიცრან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„სინოფარმის“ ვაქცინას მინისტრის შემდეგ შსს-ს თანამშრომლებიც გაიკეთებენ.

👉 შეგახსენებთ, რომ საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

👉 აღნიშნული ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქეს შეუძლია.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.