მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შინაური ცხოველები და საყოველთაო კარანტინი

რას განიცდიან ცხოველები საყოველთაო კარანტინში?
1586445302
COVID-19

ადამიანისა და ცხოველების უფლებები გადაიკვეთა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა და მათი ძაღლებისა, რომლებიც ქალაქში, კორპუსში ცხოვრობენ და საკუთარი ეზო არ გააჩნიათ. ეს "გადაკვეთა" კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებულმა კომენდანტის საათმა გამოიწვია, რომელიც 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე მოქმედებს. ეს კი ნიშნავს, რომ გვიან საღამოს ძაღლის გასეირნება, ისე როგორც ძაღლის გარეშე გადაადგილება, აკრძალულია.

თუ რა პრობლემებს აწყდებიან შინაური ცხოველები საკარანტინო პირობებში და როგორ უნდა მოვუაროთ მათ, ამასთან დაკავშირებით PIA.GE-სთან ვეტერინარმა დავით ნანობაშვილმა ისაუბრა.

"მათი შეზღუდვა ისაა, რომ კომენდანტის საათის პერიოდში მეპატრონეები ძაღლებს ვერ გაასეირნებენ. თუმცა, კარანტინს შეიძლება პლუსებიც მოვუძებნოთ, რადგან მეპატრონეები ცხოველებთან უფრო მეტ დროს ატარებენ“, - ამბობს ვეტერინარი.

დავით ნანობაშვილის თქმით, საყოველთაო კარანტინში ვეტერინარული კლინიკები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

"კლინიკები ჩვეულებრივად, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობენ. პერსონალი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით და ცხოველების მეპატრონეებსაც ვთხოვ, ანალოგიურად, სათანადოდ აღჭურვილები მოვიდნენ ვეტერინარულ კლინიკებში – ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ", - თქვა PIA.GE-სთან საუბარში ვეტრინარმა.

ასევე, კომენდანტის საათის პერიოდში თუ ცხოველს გადაუდებელი ვეტერინალური დახმარება დასჭირდება, რამდენიმე ვეტერინარს, სპეციალური საშვის საფუძველზე, უფლება აქვს, სახლში მიაკითხოს პაციენტს.

"სოციალურ ქსელში დაიდო ღიად სიები, სადაც მითითებულია ვეტერინარების ტელეფონის ნომრები და ისინი საშვის საფუძველზე შეძლებენ მივიდნენ პაციენტის სახლში. გადაუდებელი დახმარებას მორიგე ვეტერინარი სახლში მიაკითხავს თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსერბობს", - აღნიშნა ვეტერინარმა.

ცნობისთვის, საკარანტიო რეჟიმი და საკომნდანტო საათი საქართველოში, სულ მცირე, 21 აპრილამდე გაგრძელდება.