მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფახთაქორის მწვრთნელი
1600848974
COVID-19

საფეხბურთო კლუბ ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ უზბეკური მედია იუწყება.

ამავე ცნობით, ინფიცირების გამო, შოთა არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ თამაშზე ვერ უხელმძღვანელებს.

ინფორმაციისთვის, შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორს“ 2017 წლიდან წვრთნის.

უზბეკეთში კორონავირუსის 53 051 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 443 ადამიანი.