მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოთა ბურჯანაძე: ბიზნესი შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს

რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე
1611393232
COVID-19

შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ამ ვითარებაში, შესაძლოა, ვერც ერთი ბიზნესი ვერ გადარჩეს.

„ეს არ არის დაპაუზება და რაღაცის გახანგრძლივება, ამ მუხრუჭს ბიზნესი ვეღარ გაუძლებს, ვერ იარსებებს. ამ გადაწყვეტილებით დღეს ჩვენ ბიზნესი მოვკალით.

არასდროს არ გვქონია საუბარი გაიხსნებოდა თუ არა, საუბარი ყოველთვის იყო როგორ გაიხსნებოდა და ამ ვითარებას იქამდე მივყავართ, რომ ქვეყანაში ვერცერთი ბიზნესი ვერ გადარჩება"- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობილია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო ზოგი ძალაში დარჩება.

👉 ინფორმაციისთვის, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

👉 აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

👉 კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება,

👉 ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

👉 დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.

იხილეთ აგრეთვე:

❗რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა

❗მაია ცქიტიშვილი: სავაჭრო ობიექტებში ტესტირების პროტოკოლები დადგინდა

მ❗უნიციპალური ტრანსპორტი თბილისში, ქუთაისში და რუსთავში 1-ლი მარტიდან აღდგება