მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი მალე დადგება“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1617733610
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვაქცინაციის საკითხი მალე დადგება.

„მალე დადგება შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი. საბჭო ამ დღეებში განიხილავს დამატებითი კონტინგენტის ჩართვის საკითხს და, მათ შორის, განხილული იქნება ეს საკითხიც. ვაქცინების დეფიციტის გამო ამ ეტაპზე იქნებ სრულად ვერ იქნეს დაფარული, რადგან, როგორც მახსოვს, ქვეყანაში 300 000-მდე შშმ პირია.

ეს საკითხი დგას და ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, მობილურ ბრიგადებზეა საუბარი, დახმარებაში ტრანსპორტირებაში ვაქცინაციის ცენტრებთან და ა.შ“, - განუცხადა „რუსთავი 2“ -ს ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ი ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.

ამავე თემაზე:

🔴 „ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, თუ გვინდა შეზღუდვები არ გვქონდეს, ვაქცინაციის კამპანიაში უნდა ჩავერთოთ“ - ცერცვაძე

🔴 ამირან გამყრელიძე აცრას ჩინური ვაქცინით გეგმავს