მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები უფრო მდიდარია შედარებით ახალგაზრდა ჯგუფში“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1618571885
COVID-19

„შესაძლოა, მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში „სინოფარმს“ უპირატესობა მიენიჭოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჩინურ „ვაქცინასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში მაისის დასაწყისიდან დაიწყება. რაც შეეხება ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს, გაბუნიას თქმით, ეს აპრილშია დაგეგმილი.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოსთვის. ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში დაიწყება მაისის დასაწყისიდან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „სინოფარმთან“ დაკავშირებული სარგებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები მოსახლეობამ იცოდეს ზედმიწევნით ზუსტად.

ამიტომ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაეთმობა ინფორმაციის გავრცელებას. უკვე მოგვმართავენ მოსახლეობის ჯგუფები, გარკვეული მოქალაქეები მოთხოვნით, ისინი „სინოფარმით“ დაინტერესებული არიან. ეს არიან მოქალაქეები, რომელთაც აქვთ გამოცდილება იმ ქვეყნების, სადაც „სინოფარმის“ ვაქცინა რამდენიმე ხანია წარმატებით მიმდინარეობს.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს რაიმე შეზღუდვას ასაკთან მიმართებით. უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი შედარებით ახალგაზრდა ჯგუფში, 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ შესახებ მონაცემი შედარებით ნაკლებია, ეფექტურობის თვალსაზრისით.

გამომდინარე აქედან, შესაძლოა მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს „სინოფარმს“ უპირატესობა, განსხვავებით „ასტრაზენეკასგან“, რომელსაც 55 წლის ზემოთ ვიყენებთ. ამ ყველაფერზე იმსჯელებს ტექნიკური ჯგუფი მომდევნო კვირას.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით არსებობს მონაცემები მისი ეფექტურობის შესახებ, 78%-ია მისი ეფექტურობა სხვადასხვა კვლევებში. რაც შეეხება მძიმე შემთხვევების განვითარებას და გარდაცვალების რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობას, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1077 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 24 917 ადამიანია აცრილი.