მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმით“ აცრას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია“ - ლი იენი

ჩინეთის ელჩი საქართველოში
1617607404
COVID-19

„დაახლოებით 100 მლნ-ზე მეტი დოზა უკვე არის გამოყენებული ამ ვაქცინის, თუმცა აცრას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია“, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ბრიფინგზე „სინოფარმის“ ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ეტაპზე შეფასების პროცესშია, როგორც „სინოფარმის“, ისე „სინოვაკის“ მიმართ. ბოლო დღეებში მისი მხრიდან გაკეთდა განაცხადება, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მხრივ ეს ორივე ვაქცინა პასუხობს მის მოთხოვნებს. ამიტომ დაველოდოთ ჯანმო-ს საბოლოო გადაწყვეტილებას და ავტორიზაციას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

საქართველომ ასევე მიიღო „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-ს მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინაციის წყალობით, დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმამდე დავიდა“ - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე: ჩინეთი საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს

„ჩინური „სინოფარმით“ 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“ - ტიკარაძე