მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი“ - NCDC-ის განცხადება

NCDC-ის შენობა
1627133511
COVID-19

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აცრა რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

„აცრისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან booking.moh.gov.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით.

ამ ეტაპზე აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით სერვისის მიღება შესაძლებელია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება, მათ შორის „სინოფარმი“ 122 დაწესებულებაში, 133 ბრიგადით და სინოვაკი 109 დაწესებულებაში, 116 ბრიგადით.

ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, აღნიშნული სერვისი მომავალში სხვა ამცრელ პუნქტებშიც იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 400 698-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 665 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 371 434 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საკმარისად იცავს ​კოვიდის ყველა შტამისაგან“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „მოქალაქეებს, რომლებიც აცრაზე ვერ დარეგისტრირდებიან, კლინიკაში მისვლით ვაქცინაცია შეეძლებათ“ - თამარ გაბუნია

👉 „აცრა დაშვებულია ორსულობის პირველიდან ბოლო ტრიმესტრის ჩათვლით და მეძუძური დედებისთვისაც“ - რევაზ ბოჭორიშვილი