მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკით“ ვაქცინაცია გრძელდება

სინოვაკით მოზარდების აცრა
1623659780
COVID-19

ქვეყნის 2 დიდ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში ექიმების, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში, თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ „სინოვაკის“ ვაქცინა (როგორც COVID 19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები) 85-100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

მათი თქმით, „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს

უწყების ცნობით, 14 ივნისის მონაცემებით, „სინოვაკით“ 25 857 ადამიანი აცრილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ ვაქცინები.

კოვაქსის პლატფორმით კი უკვე ივნისში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43000-მდე დოზას მიიღებს. „ასტრაზენეკას“ ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი.

ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილიანობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇
👉
„სინოვაკი“ ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი“ - თამარ გაბუნია

👉 რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ვაქცინა?