მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა“ - ჯანმოს წარმომადგენელი

სომია სვამინათანი
1626154668
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი ურჩევს საზოგადოებას, რომ არ შეურიონ სხვადასხვა მწარმოებლებისგან დამზადებული COVID 19-ის ვაქცინები. ინფორმაციას REURETS-ი ავრცელებს.

სოუმია სვამინათანი ამას „საშიშ ტენდენციას“ უწოდებს, რადგან მცირე მონაცემები არსებობს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შერევა.

„ეს ცოტა საშიში ტენდენციაა. როდესაც საუბარია შერევაზე, ჩვენ ვიმყოფებით ზონაში, სადაც არ არსებობს მონაცემები ან მტკიცებულებები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, „ქვეყნებში ქაოსური სიტუაცია შეიქმნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე ან მეოთხე დოზას.“

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 188 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 172 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4 მლნ-ზე მეტია (4,055,871).

იხილეთ აგრეთვე:

✅188 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

✅როდის ამოქმედდება კოვიდპასპორტი საქართველოში?

✅Pfizer-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზის დამტკიცებას გეგმავს