მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 1540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი სომხეთში
1602922704
COVID-19

ერთ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 63 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ Armenpress-ს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცნობეს.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 384 შეადგინა. მთელი პანდემიის პერიოდში კი COVID 19-სგან 47 925 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, 11 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან სომხეთში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1067-ს შეადგენს.