მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა

კორონავირუსის მატება
1588253539
COVID-19

სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსმა ყველაზე მეტად სომხეთი დააზარალა. ტერიტორიითა და მოსახლეობით ყველაზე პატარა ქვეყანაში როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა ყველაზე მეტია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად 134-ით 2066-მდე გაიზარდა, 2 პაციენტის გარდაცვალების შემდეგ 32-მდე გაიზარდა მსხვერპლის რიცხვიც.

სომხეთში ვირუსი 929 ადამიანმა უკვე დაამარცხა, ამჟამად მკურნალობის კურსს 1105 ადამიანი გადის.