მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოსახლეობის 0.1%-ს გადააჭარბა

კორონა  სომხეთი
1589194324
COVID-19

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან კოვიდსიტუაცია ყველაზე მძიმე კვლავ სომხეთში რჩება, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 3392-ს, ხოლო მსხვერპლის ოდენობამ 46-ს მიაღწია.

ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე სწრაფად იზრდება, რის გამოც აქტიურ პაციენტთა რიცხვი მატულობს და 11 მაისის მდგომარეობით 1987-ს აღწევს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ 79-ით გაიზარდა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს 12 დღიანი მინიმუმია. მაისში 10-დან 9 შემთხვევაში სამნიშნა ზრდა ფიქსირდებოდა.

1 მლნ მოსახლიდან სომხეთში კორონავირუსი 1145 პირს დაუდგინდა, ანუ 0.1%-ზე მეტს. შედარებისთვის ეს კოეფიციენტი აზერბაიჯანში 248-ს უდრის, საქართველოში - 160-ს.