მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 22 000-ს გადააჭარბა

კორონა  სომხეთი
1593070502
COVID-19

სომხეთში კოვიდსიტუაცია მძიმდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19 ლაბორატორიულად კიდევ 771 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

22 488 ინფიცირებულით 3 მლნ-იანი სომხეთი 50 მლნ-იან კორეასა და 126 მლნ-იან იაპონიას უსწრებს. ყოველ 1 მლნ მოსახლეზე 7589 ინფიცირებულით საქართველოს სამხრეთ მეზობელო სახელმწიფო მე-11 ადგილზე იმყოფება. ამ მაჩვენებლით სომხეთი, აშშ-ის, ბრაზილიას, ბელგიას, შვედეთს, იტალიასა და ესპანეთსაც უსწრებს.

გადავსებული საავადმყოფოების მიუხედავად ევროპის ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით სიკვდილიანობის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია და 1.77%-ს შეადგენს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 397-ს აღწევს.