მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩასულ სომხეთის მოქალაქეს Covid-19 დაუდგინდა

პისიარ ტესტირება
1594286116
COVID-19

კორონავირუსი დაუდგინდა სომხეთის მოქალაქეს, რომელიც სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა. ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მამაკაცს covid-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტში აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიოლიგები ახლა კონტაქტების დადგენას ცდილობენ. მათი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი იმპორტირებულ შემთხვევად განიხილება და წყაროს დადგენა შეუძლებელია.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19 მსოფლიოს 210 ქვეყანაში გავრცელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 968-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 844, ხოლო 15 პაციენტი კოვიდვირუსის შედეგად გარდაიცვალა.