მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ყარაჯალარში Covid-19-ზე ტესტირება 377 ადამიანს ჩაუტარდა

კორონავირუსი სომხეთში
1595662584
COVID-19

გარდაბნის მუნიციპელიტეტის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსზე ტესტირება 377 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რეხვიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში აღებული 126 მასალიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემოწმდა 705 ადამიანი, ყარაჯალარში ტესტირება ჩაუტარდა 377 ადამიანს, წინა დღეებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა შედეგი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობთ, რომ ესეც არ არის საკმარისი. უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. გუშინდელი საკვლევი 126 მასალიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითი იყო“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, სოფელი ყარაჯალარი კორონავირუსის გავრცელების გამო 24 ივლისს ჩაიკეტა. სოფელ ყარაჯალარი შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.