მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ყარაჯალაში 63 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი, 2020
1592899310
COVID-19

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 63 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა.

ქალი ამ წუთებში თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის. ეპიდემიოლოგების თქმით, ის თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მუშაობდა, კლინიკას კი თვითდინებით გუშინ მიმართა.

ეპიდემიოლოგები სოფელ ყარაჯალაშიც მუშაობენ. ისინი ინფიცირების პირველწყაროსა და კონტაქტების მოძიებას ცდილობენ.