მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ხაიშში კორონავირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

სოფელი ხაიში ზაფხულში
1600847411
COVID-19

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში კორონავირუსი საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს დაუდასტურდა. მათი ინფიცირების წყარო ქობულეთიდან მოწვეული მასწავლებელია.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ხაიშის საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 ზუგდიდის მერიის თანამშრომელია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 4 140 ფაქტია დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1 643 და გარდაცვლილია 24 პაციენტი.