COVID-19

სოზარ სუბარი: სვანეთში საკარანტინე ზომების გამკაცრება არ იგეგმება

სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში
11:27 14.08
დაკოპირებულია

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში საკარანტინე ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

მისი თქმით, მთავრობამ დიდი გამოცდილება შეიძინა მარნეულში, გარდაბანში, ლენტეხში, ღვანკითსა თუ ქობულეთში განვითარებული მოვლენებისას.

„ლენჯერი სრულადაა გადაკეტილი, მსგავსი არ მგონია სხვაგან საჭირო გახდეს. მისი გახსნა კი დამოკიდებულია მოსახლეობის ქცევაზე და ეპიდემიის გავრცელების ხარისხზე, რაც 3 დღეში გვეცოდინება სრულად,“ - განაცხადა სუბარმა.

10 აგვისტოს მესტიაში covid-19-ის 17 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.

ცნობისთვის, 14 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 306 დადასტურებული შემთხვევაა. მხოლოდ დღეს, ვირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, ვირუსი კიდევ 17-მა ადამიანმა დაამარცხა. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...