მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სრულად აცრილი პირებისთვის გარკვეული სტიმულის დაწესება განიხილება“ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1620208705
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ პირებისთვის, რომლებსაც ორჯერ ექნებათ კოვიდვაქცინაცია გაკეთებული, გარკვეული სტიმულის დაწესება განიხილება.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაბუნიამ მედიას განუცხადა, აღნიშნული საკითხის შესახებ პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს და ამის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.

თამარ გაბუნიას თქმით, ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ ბიზნესის წახალისება მოხდეს.

„ჩვენთვის ვაქცინაცია არის მთავარი იარაღი იმისთვის, რომ დამარცხდეს ეპიდემია და პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული სტიმულის დაწესება და შემოღება სრულად აცრილი პირებისთვის განიხილება, ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მაგრამ ახლა კონკრეტული პაკეტი მზადდება და ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი.

ასევე საუბარია ბიზნესის წახალისებაზე, იმისთვის, რომ მათ შექმნან ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო, მთავარი აქცენტი გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს კონკრეტული სასტუმრო ან კონკრეტული რესტორანი, რომელიც დაკომპლექტებულია აცრილი პირებით და იქ არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო.

ასე რომ როდესაც დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მაშინ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულზე“, - აცხადებს გაბუნია.

ინფორმაციისთვის, 4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 155 მლნ-ს აჭარბებს.

✔️ „6000-მდე საწოლი მობილიზებულია“ - თამარ გაბუნია

✔️ „სინოფარმს“ ნაკლები გართულება აქვს და არის ძალიან ეფექტური“ - ოთარ ჩოკოშვილი