მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტაციონარში შესულ ყველა პაციენტს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდება

კორონავირუსის ტესტები მასობრივად ჩატარდება
1606899390
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება აქტიურად მოხდება. 

მისი თქმით, თუ პირს ანტიგენზე დადებითი პასუხი ექნება, ის „პისიარ“ კვლევაზე გადამოწმებას აღარ დაექვემდებარება.

„თუ ანტიგენზე ტესტით პაციენტს აქვს დადებითი პასუხი ის არ ექვემდებარება „პისიარზე“ გადამოწმებას. გადამოწმება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით. თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები და მისი პასუხი არის დადებითი, ან პირს აქვს გამოხატული სიმპტომები და მისი პასუხი უარყოფითია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ინტენსიურ ტესტირებაში დაახლოებით 200-მდე კლინიკა ჩაერთვება. მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ კლინიკაში შესულ ყველა პაციენტს ჩაუტარდება.

„ადრე ჩვენ მხოლოდ ცხელებით შესულ პაციენტებს ვუტარებდით ტესტს კორონავირუსზე, თუმცა ახალი დადგენილებით, სტაციონარში შესული ყველა პაციენტი ტესტირებას დაექვემდებარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, დღეიდან პირველ თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება.

👉 ყოველდღიურად, ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია

👉 თბილისი 1 705, იმერეთი 624 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

👉 კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა - 2 დეკემბერი