მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

StopCoV ფონდში ხელფასის 1/3-ს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულიც გადარიცხავს

შალვა კერესელიძე
1586071580
COVID-19

უმრავლესობის ინიციატივას, რომელიც StopCoV ფონდში ხელფასის 1/3-ის გადარიცხვას ითვალისწინებს, საპარნტიორო ფონდთა, თბილისის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან ერთად მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძეც შეუერთდა, რომელიც სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

„მივესალმები და ვუერთდები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო დეპუტაციის ინიციატივას, მომავალი სამი თვის განმავლობაში, კუთვნილი ხელფასის 1/3 კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ StopCoV ფონდში გადაირიცხოს.   

საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობენ. თუმცა, რთული ეკონომიკური მდგომარეობა მიმდინარე პროცესების თანმდევი მოვლენაა და ეს თითოეულმა ჩვენგანმა წინასწარ ვიცოდით. სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ადამიანთა მოწყვლადი ჯგუფები გაჩნდა, „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, შესაძლებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ეროვნული მნიშვნელობის საქმეში.

ჯანმრთელობას, სიკეთეს და დღეგრძელობას ვუსურვებ ქართველ ერს და სრულიად მსოფლიოს მოსახლეობას!“