მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

StopCoV ფონდში მობილიზებული თანხის მოცულობამ 124 მლნ ლარს გადააჭარბა

კორონავირუსი, ფონდი, ლარი
1586444588
COVID-19

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 124.2 მლნ ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

ყველაზე მსხვილი 100 მლნ ლარიანი შენატანი ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ფონდ „ქართუს“ მეშვეობით განახორციელა. თუმცა 3 000 ლარზე მეტი თანხა ბოლო 24 საათში კიდევ 20-ზე მეტმა პირმა გადარიცხა.

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“, 100 მლნ ლარი
  • L-ჯორჯია, 50 ათასი ლარი
  • M B G * ემ-ბი-ჯი, 30 ათასი ლარი
  • გორის ცენტრალური საავადმყოფო „გორმედი“, 40 ათასი ლარი
  • ემენ ქემიკალ ჯორჯია, 30 ათასი ლარი
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, 22 ათასი ლარი
  • შპს ”ბრიკო კავკასუს”, 20 ათასი ლარი
  • შპს ევროცემენტი, 20 ათასი ლარი
  • ქაშანური, 20 ათასი ლარი
  • ლიბო გრუპი, 10 ათასი ლარი
  • დავით ზილფიმიანი, 10 ათასი ლარი
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი
  • თამარ ტალიაშვილი, 10 ათასი ლარი
  • გაზმშენი, 10 ათასი ლარი
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, 5 ათასი ლარი
  • ზაზა ინასარიძე, 5 ათასი ლარი
  • შპს „სანდა“, 5 ათასი ლარი
  • თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული კავშირი, 5 ათასი ლარი
  • ონკოპრევენციის ცენტრის კავშირი, 5 ათასი ლარი
  • შპს „ეკონია“, 5 ათასი ლარი
  • დავით კილაძე, 3 ათასი ლარი
  • შპს „ხელვაჩაურის პურპროდუქტები", 3 ათასი ლარი

ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund