COVID-19

StopCoV ფონდში სამი თვის ხელფასის 1/3-ის გადარიცხვის შესახებ "ქართული ოცნების" ინიციატივას სამთავრობო უწყებები, კერძო კომპანიები და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ

კორონავირუსი, ფონდი, ლარი
20:56 06.04
დაკოპირებულია

"ქართული ოცნების" ინიციატივას StopCoV ფონდში სამი თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შემდეგ, თბილისის მერი, მოადგილეები, საკრებულოს წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საპარტნიორო ფონდი, ბიზნესმენები და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

"ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასის ერთი მესამედი", - ეს განცხადება „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

"ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდის სოლიდარობის ინიციატივას 3 აპრილს თბილისის მერია და საკრებულო შეუერთდა. მერიისა და მუნიციპალიტეტის პოლიტიკური თანამდებობის პირები მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. განცხადებები ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ გააკეთეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმავე დღეს სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ინიციატივას გამოეხმაურნენ და ფონდში 3 თვის ხელფასის ერთი მესამედის გადარიცხვის შესახებ განცხადებები გააკეთეს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ.

4 აპრილს სოლიდარობის ინიციატივას შეუერთდნენ სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, რის შესახებაც განცხადებები გააკეთეს მხარის გუბერნატორებმა და მუნიციპალიტეტების მერებმა, საკრებულოებმა.

სოლიდარობის ინიციატივაში იმავე დღეს ჩაერთო საპარტნიორო ფონდი, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთ მესამედს StopCoV ფონდში გადარიცხავს.

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში საკუთარ წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს ასევე ბიზნესმენებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. 

"ქართული ოცნების" მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივით, StopCoV ფონდში ასეულობით ათასი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი, რაც მიმართული იქნება იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებსაც პანდემიამ სხვაზე მეტი ზიანი მიაყენა. 

დღისათვის StopCoV ფონდში 23 მილიონ 500 ათასზე მეტი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, კერძო კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.

პირველი რესპუბლიკა

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკი...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 191...
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანსა და საქართველოს მ...
09:26
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ეკატერინა ზ...
09:14
ჩუკოტკაზე 26 მაისს დილით ᲩᲐᲛᲝᲕᲐᲠᲓᲜᲘᲚᲘ ᲕᲔᲠᲢᲛᲤᲠᲔᲜᲘ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა....
07:49
რუსეთში, ჩუკოტკის აეროპორტში ვერტმფრენი Ми-8 ჩამოვარდა. ინცინდენტი 26 მაისს დილით მოხდა. რუსული მედ...
07:08
მეუფე თეოდორე მიტროპოლიტი თეოდორე: თუ გადმოგვეცემა ტყეები,...
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართვ...
სისხლის უანგარო დონაციის აქცია, ამჯერად,...
აქციაში მონაწილეობას როგორც ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასე...
საგადასახადო დავების განხილვა დისტანციურ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით COVID–19-ის პანდემიის გავრცელ...
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი...
შემოსავლების სამსახურმა 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, გურიასა და სამეგრელო-ზემო...