მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტუდენტები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შემდეგი კვირიდან ჩაერთვებიან

კორონავირუსზე კვლევა თბილისში
1603871158
COVID-19

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამედიცინო ფაკულტეტის უფროსკურსელების გადამზადების პროცესი უკვე დაიწყო.

მისი თქმით, შემდეგი კვირის ორშაბათიდან შეიქმნება უფროსკურსელთა სამედიცინო ბაზა, რომლებსაც ტრენინგი ექნებათ გავლილი და საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ექიმებს დაეხმარებიან.

„ეს არის სწრაფი კურსი. აქ შედის, როგორც ქოლცენტრში თანამშრომლობა, ასევე კოვიდ სასტუმროში ან საკარანტინე სივრცეში. ცხადია, სტუდენტები ექიმებს არ ჩაანაცვლებენ, ისინი მათი ასისტენტები იქნებიან.

გადამზადების პროცესი მათი ცოდნისთვისაც მნიშვნელოვანია. ასე, რომ კურსს ყველა სტუდენტი გაივლის. შეიქმნება მოხალისეთა ბაზა და ისინი საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან ექიმებს“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

🔹 საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

🔹 საქართველოში კორონავირუსისგან 2 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა

🔹 თბილისში კორონავირუსის 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა