მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: 17 წლის გოგოს გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1607071270
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, 17 წლის გოგოს გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ აღნიშნა, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მხრიდან რეაქცია მყისიერი იყო, თუმცა ლეტალური შედეგი უკვე დამდგარი იყო.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე ყველას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

„აქვე მინდა დავადასტურო, რომ ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას. სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ უკვე დამდგარი იყო ლეტალური შემთხვევა.

როდესაც ბინაზე ბრიგადა მივიდა, კონკრეტულად თუ რამ გამოიწვია ლეტალობა ამას შესაბამისი პროცედურა აქვს. ამ ტიპის დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც ძალიან დამაზარალებელია და დანაშაულის ტოლფასია, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე კოორდინირებულად მივყვეთ პროცედურებს, რომელიც არის.

რა თქმა უნდა, რთულია პაციენტების ნაკადების მართვა, მაგრამ სირთულის მიუხედავად მაქსიმალური მობილიზაციით დღეს ეს შესაძლებელია და ხერხდება. ამდენად, მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციისგან მაქსიმალურად თავი შევიკავოთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 წლის გოგო კორონავირუსს ემსხვერპლა.

საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე, 4 დეკემბრის ჩათვლით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიბ 150 ათასს აღემატება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 თამარ გაბუნია: ინფიცირების 1400 შემთხვევა სწორედ ანტიგენის ტესტით დადასტურდა

🔴 ამირან გამყრელიძე: განმეორებით ინფიცირების შესაძლო შემთხვევებზე კვლევა მიმდინარეობს