მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ალგორითმით განისაზღვრა პაციენტთა სამი კატეგორია, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1585733292
COVID-19

"სტანდარტად რჩება "პისიარ" ტექნოლოგიის გამოყენება და ასევე სწრაფი ტესტები, როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულებზე დამყარებული. ალგორითმით განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის. ეს გახლავთ პირველ რიგში სიმპტომური პაციენტები, რომლებსაც აქვთ მოგზაურობის ისტორია, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს და გამოხატული აქვთ კლინიკური ნიშნები. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია შევქმნათ ტესტირების საშუალებაა იმ პაციენტებისტის, რომლებიც არ უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს. ალგორითმი ითვალსიწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ ხველების ან ცხელების სიმპტომით",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის უკვე მზადაა ე.წ. ცხელების კლინიკებში გამოყოფილი ზონა, სადაც პაციენტი 24 საათის განმავლობაში დაყოვნდება და ტესტის პასუხის შემდეგ უკვე მიიღება გადაწყვეტილება.

როგორც მან განაცხადა, დანარჩენ კატეგორიებს მიეკუთვნებიან მაღალი რისკის პაციენტები, ანუ კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი და ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი პირები. ამ ალგორითმის მიხედვით მყისიერად დაიწყება მათი ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით.