მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ჯანმო „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1613379463
COVID-19

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა, რადგან მან პრეპარატის ეფექტურობის ცალსახად დასადასტურებლად მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, თუმცა ჩვენი მიდგომა იყო, რომ ქართველ პაციენტებს წვდომა უნდა ჰქონოდათ მასზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯგუფში, რომელთაც საქართველოში „რემდესივირით“ მკურნალობენ, გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დადასტურდა.

„დღეს დილას მივიღე მონაცემი, რომ 178 პაციენტზე გაკეთდა მოთხოვნა კლინიკური ჯგუფის მიერ და 167 მოთხოვნა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ. პაციენტების მდგომარეობა ვინც იღებს „რემდესივირს“, არის დამაკმაყოფილებელი.

ამ ჯგუფში დაფიქსირდა გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა. პაციენტების ნაწილი უკვე გაეწერა კლინიკიდან, ნაწილი კი აგრძელებს მკურნალობას. პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელდა, თუმცა ეს მთლიანად „რემდესივირის“ ეფექტს არ უკავშირდება. პრეპარატის გამოყენება გრძელდება და პრაქტიკა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ კოვიდ-კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი“ საჭიროების მიხედვით გამოიყენება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„რემდესივირთან“ დაკავშირებით ზედმეტი მოლოდინი ნუ გექნებათ“ - დავით გადელია

„მთავარია ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, ზოგისთვის არც შეიძლება“ - თენგიზ ცერცვაძე

„ვაქცინის 2,5 მლნ დოზა ევროკავშირის ქვეყნებთან ან მწარმოებლებთან მოლაპარაკებით უნდა მივიღოთ“ - თამარ გაბუნია