მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ქვეყანაში რამდენიმე ვაქცინის გამოყენება განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1610873135
COVID-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, მისი თქმით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის და მისი დანერგვის გზები.

„დღეს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმასთან დაკავშირებით. გეგმა დასრულდა, განხილულ იქნა საკოორდინაციო საბჭოზე, ვაქცინაციის კომიტეტზე პარასკევს. დღეს ზუსტდება გარკვეული დეტალები, იმისთვის, რომ საბოლოო სახით მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევნო კვირაში.

განიხილება სამიზნე ჯგუფები და ასევე, ყველა ის ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში. ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება და იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა გაბუნიამ.

პაატა იმნაძის თქმით, ჩვენ ნებისმიერი ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ. წინაპირობაა, რომ უნდა იყოს ავტორიზებული ყველაზე მაღალი ინსტანციების მიერ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 247 805 შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 232 993-მდე ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✔️პაატა იმნაძე: ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება

✔️ეკატერინე ტიკარაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანა კატეგორიულად არ განიხილება

✔️„მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას“ - გამყრელიძე