მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ოჯახის ექიმები სატელეფონო კონსულტაციებისთვის ემზადებიან

მინისტრის მოადგილე (კორონავირუსი)
1586022546
COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმები პაციენტებისთვის სატელეფონო კონსულტაციის გასაწევად აქტიურად ემზადებიან.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქართველი ექიმები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამ ეტაპზეც უწევენ ონლაინ კონსულტაციას.

ამასთან, გაბუნიამ განაცხადა, რომ სანამ სამედიცინო ინფრასტრუქტურა პაციენტების მიღების საშუალებას მისცემს მანამდე უპირატესობა პაციენტის ჰოსპიტალიზაციას მიენიჭება.

"ოჯახის ექიმები უკვე აქტიურად ემზადებიან იმისათვის რომ სატელეფონო კონსულტაცია გასწიონ. სატელეფონო კონსულტაცია ძალიან მიღებულია, ჩვენ ახლაც აქედან ვუწევთ სატელეფონო კონსულტაცია ბრიტანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც უბრალოდ უჭირთ იქაურ ოჯახხის ექიმებთან დაკავშირება, იმდენად გადატვირთულია ხაზები და გვთხოვენ, რომ იქნებ დავეხმაროთ და გავასაუბროთ ქართველ ექიმებთან, რათა აქედან მიიღონ რჩევა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია უბრალოდ ადამიანს ყოველთვის სჭირდება გამხნევება და დარწმუნება იმაში რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე ეს არის ჩვეულებრივი ონლაინ კონსულტაცია ,მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ რომ ჯერჯერობით გავყვებით ჰოსპიტალურ მკურანლობის ფარგლებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 159 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 31 პირი. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალილია ერთი ადამიანი.