მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: პირს COVID 19-ისგან გამოაჯანმრთელებულის სტატუსი შესაძლებელია ტესტის გარეშე მიენიჭოს

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1601279943
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელებულის სტატუსი შესაძლოა ტესტის გარეშე მიენიჭოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„24-საათიანი ინტერვალით, ორჯერადი ტესტირების რეკომენდაცია საერთაშორისო დონეზე უკვე აღარ არის და პირს შესაძლებელია გამოჯანმრთელებულის სტატუსი ტესტის გარეშეც მიენიჭოს, თუ სიმპტომები აღარ აქვს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა ტესტის ჩატარება აუცილებლად ჩათვალოს, თუმცა ეს ყველა შემთხვევას აღარ ეხება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.57%-ია, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც ჯამური რიცხვი 5 552-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 2 054 და გარდაცვლილია 30 პაციენტი.