მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: საქართველო Astrazeneca-ს ვაქცინის 86 000 დოზას აპრილში მიიღებს, მარტის ბოლოს ველოდებით Pfizer-ის ვაქცინასაც

თმარ გაბუნია კორონავირუსზე
1615733304
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველომ 22 მარტიდან Pfizer-ის ვაქცინის 14 500 ადამიანისთვის სამყოფი დოზა უნდა მიიღოს.

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანა Astrazeneca-ს ვაქცინის, 86 000 დოზას გარანტირებულად აპრილში მიიღებს.

„43 200 Astrazeneca-ს ვაქცინას დაემატება ასევე Pfizer-ის ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში, ანუ მარტის ბოლომდე. 14 500 ადამიანის ასაცრელად იქნება ეს დოზები საკმარისი ორჯერადი აცრისთვის.

რაც შეეხება Astrazeneca, ამ შემთხვევაში ჩვენ აპრილის თვეში ველოდებით მეორე აცრისთვის საჭირო დოზებს. 86 000 დოზა უკვე გარანტირებულად აუცილებლად ჩამოვა.

ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისზე მეტი რაოდენობა დოზების, რომ დავიწყოთ და სრულად მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი Astrazeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინით.

Pfizer-ის 29 000 დოზა გაიყოფა და მოხდება მისი შენახვა იმისთვის, რომ 14 500 ადამიანი, ასევე, მეორე დოზითაც აიცრას Pfizer-ით“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43200 დოზა „კოვაქსის“ საშუალებით, ხოლო მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში დაახლოებით 86 ათასი დოზა იქნება.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️თამარ გაბუნია: თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა

✔️„ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება“ - თამარ გაბუნია

✔️როგორ უნდა დარეგისტრირდეს სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის?