მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1611313907
COVID-19

ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის შედარებით შემსუბუქებულია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის 3000-მდე თავისუფალი საწოლია.

„გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესდება, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის შედარებით შემსუბუქებულია.

გარკვეული საწოლების დემობილიზაციის შესახებ შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს გაუგზავნა და დაახლოებით 400-მდე საწოლი, 1-ლი თებერვლიდან უკვე გამოეთიშება და დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორც თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა.

მისი თქმით, ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება.

„იანვრის შუა რიცხვებში მაინც იყო მცირედი მატება. ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ეგახსენებთ, დღეს საქართველოში ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.