მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ვაქცინის პირველი დოზები მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემოვა

ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემოვა
1613994756
COVID-19

ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემოვა, თუმცა შესაძლოა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს AstraZeneca   - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„პირველი ჯგუფი აცრისთვის იქნება ისევ და ისევ ჯანდაცვის პროფესიონალები და აიცრებიან იმ ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში შემოვა უფრო ადრე.

ჩვენ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ ჯანდაცვის პროფესიონალების აცრით.

ტექნიკურად აბსოლუტურად არ იქნება არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინები შევინახოთ ან მაღალი ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმში, ან სტანდარტული ცივი ჯაჭვის რეჟიმში, როგორიც AstraZeneca-ს ვაქცინას სჭირდება - 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მოწოდების შეფერხების მიზანი კი Pfizer-ის მხრიდან ახალი პირობების წაყენება გახდა.

შეგახსენებთ, ვაქცინის საქართველოში შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა

დღეს, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 147 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

„კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველომ ვაქცინის მიღების შესახებ დაზუსტებული პასუხი 30 იანვარს მიიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინის საქართველოში შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია

👉 ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების მოხსნა ამ კვირაში დააანონსა

👉 „პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ ვაქცინის 2.5 მლნ დოზა მოვიპოვოთ“