მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალების I ქვეით ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

სამხედროების ვაქცინაცია
1627633445
COVID-19

გორში, თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის გარდა, სამხედრო მოსამსახურეების აცრა თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაშიც არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, გორში დამატებითი ლოკაციის შექმნის საჭიროება საყოველთაო ვაქცინაციიდან და სამხედრო მოსამსახურეების აქტიურობიდან გამომდინარე გაჩნდა.

თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები სამხედროებს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება.

თავდაცვის სამინისტრო თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაციას, სურვილის შემთხვევაში, სამსახურის ლოკაციის მიხედვით უზრუნველყოფს.