მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონაში კონტროლის მექანიზმები დაამატა

კონტროლის მექანიზმების დამატება
1585148092
COVID-19

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ბოლნისისა და მარნეულის შესასვლელებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე დამატებითი კონტროლის მექანიზმები დაამონტაჟეს.

უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, დაინსტალირდა მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას. სამხედროებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მავთულხლართებიც დაამატეს და ამით ტერიტორიის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. გუშინ ღამით კი, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ძლიერი ღამის განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა.

ქართველი სამხედროები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების პირველივე დღიდან მონაწილეობენ.