მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავიდან აფეთქების საშუალება თუ მივეცით, შეკავება ბევრად რთული იქნება“ - აკაკი ზოიძე კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღაზე

აკაკი ზოიძე პარლამენტში
1614930986
COVID-19

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან კოვიდ 19-ის შესაძლო მესამე ტალღის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „თუ რეგულაციებს დავიცავთ ვირუსი თავისით არ დაგვაცხრება“. 

აკაკი ზოიძის თქმით, ყველაფერი საზოგადოების ქცევაზეა დამოკიდებული.

ექსპერტი ამბობს, რომ მოქალაქეებმა ვირუსს თავიდან აფეთქების საშუალება არ უნდა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოიძე ვარაუდობს, რომ ვირუსის კიდევ ერთ აფეთქებასთან გამკლავება რთული იქნება.

„თავისით არაფერი დაგვაცხრება, მთავარია ჩვენი დამოკიდებულება და ის თუ როგორ მოვიქცევით. როგორც ეს დამოკიდებული იყო ზაფხულში, რაც მოხდა ნოემბერ-დეკემბერში. როგორც გაზაფხულზე მოვიქეცით და ეს იყო საზოგადოების დამსახურება, რომ პირველი ტალღა შევაკავეთ.

ასევე „საზოგადოების დამსახურება“ იყო, ის რომ ვირუსის აფეთქება გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. დავიჯერეთ ყველამ, რომ კორონავირუსი და მისგან მომდინარე საფრთხე არ არსებობდა. რეგულაციების სრული იგნორირება ხდებოდა მთელი ზაფხულის და ადრეული შემოდგომის განმავლობაში. ამის შედეგად მივიღეთ ნოემბერ-დეკემბრის მძიმე შედეგი და მასთან ერთად რა თქმა უნდა არჩევნების ფაქტორი, როდესაც 2 მლნ ადამიანი მოვიყვანეთ არჩევნებზე.

ამ 2 მლნ ადამიანის მოყვანას სჭირდებოდა უამრავი წინასაარჩევნო შეხვედრები, მობილიზაცია, მობილობა და ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა, რაც არ უნდა რეგულაციების დაცვით გაკეთებულიყო. საფრთხე მაინც დიდი იყო. შესაბამისად, მძიმე შედეგიც მივიღეთ. პირველ შვიდეულში აღმოვჩნდით ვირუსის გავრცელების მიხედვით.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის მწარე გაკვეთილი რაც გამოვიარეთ ნოემბერ-დეკემბერში იმის საშუალებას მოგცემს, რომ როგორც საზოგადოებამ არ გავიმეოროთ შეცდომები. ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე და არ მოვეშვათ არც საზოგადოება და არც სახელმწიფო, რომ აფეთქებას ხელი შევუწყოთ.

მაგალითად, საფრთხე ახალი შტამისგან გაცილებით დიდია და ის უფრო ინფექციურია. ვიდრე მანამდე ცირკულირებადი შტამი. თუ რეგულაციებს დავიცავთ ეს შტამიც არ იქნება იმდენად დიდი საფრთხე ანუ არ უნდა მივცეთ თავიდან აფეთქების საშუალება, თორემ მერე ახალი შტამის პირობებში შეკავება გაცილებით უფრო რთული იქნება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 5 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 272 262-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „ჩინურ ვაქცინას თუ ავტორიზაცია ექნება, ვერ ვხედავ პრობლემას საქართველოში შემოვიდეს“ - აკაკი ზოიძე

👉 „არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე