მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავისუფალი საწოლების რესურსი უსასრულო არ არის“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1628015887
COVID-19

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ასეთი ტემპით გაგრძელდა და მათი რაოდენობა არ შემცირდება, კლინიკებში ადგილების დეფიციტის შექმნის რისკი უბრალოდ, დროის საკითხია.

4827 შემთხვევა მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პრაქტიკულად, დავუბრუნდით 2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ციფრებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 4-5 ათასი ინფიცირებული და 5 დეკემბერს იყო 5 450 შემთხვევა, რაც საქართველოს პანდემიის ისტორიაში ყველაზე მაღალი ციფრია, თუმცა ახლანდელი 4827 შემთხვევა სხვა კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არა მხოლოდ მაღალი რაოდენობა გვაქვს ერთი დღის განმავლობაში ინფიცირებული რაოდენობის, ასევე ე.წ. აქტიური შემთხვევების მაღალი რაოდენობა გვაქვს.

აქტიური შემთხვევების უკან დგას აუცილებლობა ამ ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორზე დატვირთვა ასეთი მაღალი რაოდენობის აქტიური შემთხვევების პირობებში ძალიან გაზრდილია და აუცილებლობა იმისა, რომ პაციენტების გარკვეული რაოდენობა ასეთი ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე მოხვდეს სტაციონარებში, შესაძლებელია მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში ასეთი მაღალი ციფრების შემთხვევაში უკვე პრობლემური გახდეს.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს ქვეყანაში კიდევ დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, თუმცა, ეს რესურსი უსასრულო არ არის. დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა, წინა დღეებს თუ შევადარებთ და არ აღემატება 700-ს, ერთი, რაც პრობლემას არ ქმნის ჯერჯერობით, ეს არის კრიტიკული მედიცინისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტად დელტა ვარიანტი არის გავრცელებული.

არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკან კორონავირუსის, დელტა ვარიანტი დგას, რომელიც დღეს ქვეყანაში უფრო მეტად არის გავრცელებული, სწორედ მისი ზემოქმედებაა უფრო მეტი ინფიცირებული ადამიანი. ასევე, კორონავირუსის დელტა ვარიანტისთვის დამახასიათებელია მიმდინარეობის უფრო მეტი სიმძიმე, ვიდრე ეს გვქონდა ბრიტანული შტამის შემთხვევაში და ვიდრე ეს იყო პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა“

👉 „ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მაშინ, როცა ქვეყანა ტურისტული სეზონით ტკბება“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“