მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 1 314, აჭარა 523 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

საქართველოში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
1606287865
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 071 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

🔺 თბილისი 1 314

🔺 აჭარა 523

🔺 ქვემო ქართლი 104

🔺 იმერეთი 264

🔺 შიდა ქართლი 44

🔺 გურია 106

🔺 სამეგრელო-ზემო სვანეთი 232

🔺 კახეთი 214

🔺 მცხეთა 165

🔺 სამცხე-ჯავახეთი 84

🔺 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 21

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 712, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 814 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 231 პირი, აჭარაში - 13 768, იმერეთში - 4 951“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 რამდენი ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს - 25 ნოემბრის სტატისტიკა