მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 1 504, აჭარა 576 - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება
1606201577
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  3 128 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

🔺 თბილისი 1 504

🔺 აჭარა 576

🔺 ქვემო ქართლი 129

🔺 იმერეთი 212

🔺 შიდა ქართლი 101

🔺 გურია 87

🔺 სამეგრელო-ზემო სვანეთი 189

🔺 კახეთი 116

🔺 მცხეთა 105

🔺 სამცხე-ჯავახეთი 97

🔺 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 12

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 734, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154, იმერეთში - 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 108, იმერეთში - 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში, 2 013 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 652 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 938 პირი, აჭარაში - 14 779, იმერეთში - 5 243“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 რამდენი ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს - 24 ნოემბრის სტატისტიკა