მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 1 705, იმერეთი 624 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

საქართველოში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
1606892616
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 033 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

🔺 თბილისი 1 705

🔺 აჭარა 402

🔺 ქვემო ქართლი 286

🔺 იმერეთი 624

🔺 შიდა ქართლი 281

🔺 გურია 84

🔺 სამეგრელო-ზემო სვანეთი 273

🔺 კახეთი 239

🔺 მცხეთა 62

🔺 სამცხე-ჯავახეთი 68

🔺 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 9

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387 - მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 806, აჭარაში-999, იმერეთში-1 241.

მძიმე პაციენტია 1 058 პირი - მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119, იმერეთში-47.

3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში - მათ შორის 1 272- თბილისში, 1 973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი - მათ შორის, თბილისში-465, აჭარაში-1 004, ხოლო იმერეთში-31.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1-ლი დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 641 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი - მათ შორის თბილისში-19 203 პირი, აჭარაში-11 505, იმერეთში-4 996“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🛑 ეპიდვითარება საქართველოში

🛑 კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში