მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 2 157, იმერეთი 537 - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
1606115197
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  3 958  დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

🔺 თბილისი 2 157

🔺 აჭარა 417

🔺 ქვემო ქართლი 190

🔺 იმერეთი 537

🔺 შიდა ქართლი 137

🔺 გურია 78

🔺 სამეგრელო-ზემო სვანეთი 159

🔺 კახეთი 140

🔺 მცხეთა 89

🔺 სამცხე-ჯავახეთი 40

🔺 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 14

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 762, აჭარაში - 1 048, იმერეთში - 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 147, იმერეთში - 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 60, იმერეთში - 41.

3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 - თბილისში, 1 988 - აჭარაში, 316 - იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში - 26.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 419 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 563 პირი, აჭარაში - 14 449, იმერეთში - 5 280“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 რამდენი ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს - 23 ნოემბრის სტატისტიკა