Pia Logo
COVID-19

თბილისის ქუჩების დეზინფექცია გრძელდება

დეზინფექცია ქუჩებში
01:15 27.03

თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის პროცესი გრძელდება. ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის  განცხადებით, ანალოგიური სამუშაოები შემდეგი დღეების განმავლობაში, დედაქალაქის ათივე რაიონში განხორციელდება.

 „ჩვენ ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, სადაც ვაგრძელებთ პრევენციულ ღონისძიებებს.    სადეზინფექციო სამუშაოები ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ  და როგორც ვარკეთილში, ასევე თბილისის ათივე რაიონში ქუჩები  ანალოგიური ხსნარებით   იქნება დამუშავებული. დეზინფექცია ჩატარდება ყველა იმ ქუჩაზე, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ამოსასვლელები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც მეტროს, ასევე მუნიციპალური ავტობუსების შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, რადგან ქუჩების და კონკრეტული გაჩერებების დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, ძირითადად, ბაღებსა და სკვერებში, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მეტროსადგურების ამოსასვლელებთან. 

ღონისძიებას, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხორციელდება, თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.  

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

თბილისის ზღვის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდ...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოა...
11:15
პარლამენტის დიაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია გამოცემა "დეილი სიგ...
43 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრ...
18:23
„100-დღიანი გათამაშება გრძელდება და ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ახალი იაგუარი და წილი 1.000.000...
18:09
„აქსის თაუერსი“ შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალა...
18:00
უმრავლესობის წევრები 400-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახ...
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპ...
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების...
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციას ბიზნესკომპანიები „აქსი...
მოძრაობა „შენმოქმედი“ მიუსაფარ ცხოველებს...
„სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ შეუერთდა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს პან...
აჭარაში, სოფელ გუნდაურში განვითარებული მ...
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუნდაურში განვითარებული მეწყრის შედეგადაც საავტომობ...