მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მეტროთი გადაადგილება იკრძალება

მეტროს სადგური
1585577373
COVID-19

COVID-19-ის გავრცელების გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დედაქალაქში მეტროთი გადაადგილება იკრძალება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოზე, კორონავირუსის გავრცელების გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.