მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებულ 25 პასუხში კორონავირუსი არ დასტურდება

თბილისის ზღვის
1586419704
COVID-19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან კოვიდინფექცია არცერთ შემთხვევაში არ დადგინდა.

აღნიშნულის შესახებ ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, დღეს ლაბორატორიაში დამატებით კიდევ 25 ადამიანის ანალიზებს გააგზავნიან.

"ამჟამად კლინიკაში წევს 57 პაციენტი, გუშინ ჩატარებული 25 კვლევიდან, ყველა პასუხი უარყოფითია. 57 პაციენტიდან 7 აქვს ვერიფიცირებული პნევმონია, მათ სპეციალიზირებულ კლინიკებში გადაიყვანენ, 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ეს პაციენტიც გადაყვანილი იქნება სხვა კლინიკაში. ეს არის ბოლო 24 საათის მონაცემი", - აცხადებენ ჰოსპიტალში.

ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 214 შემთხვევაა გამოვლენილი, 3 გარდაცვლილია, ხოლო 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.