მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში 70-მდე ქუჩას, ველობილიკებს, მეტროსადგურებსა და ბაზრობებს დეზინფექცია ჩაუტარდა

წერეთლის დეზინფექცია
1587839561
COVID-19

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

მაია ბითაძემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან. ისინი თბილისს 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორცილებდნენ. მოირეცხა 70-მდე ქუჩა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ბაზრები, ბაზრობების ტერიტორიები, მეტროსადგურის ამოსასვლელები, დაახლოებით, 700-მდე გაჩერება და ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობდა“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

მერის მოადგილის თქმით, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. შესაბამისად, ის უვნებელი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, პირვე ეტაპზე, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციაც ჩატარდა. სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა ტიპის ტრანსპორტი: მუნიციპალური ავტობუსები, მეტროსადგურები, მოძრავი შემადგენლობის ვაგონები, ასევე „რიყე-ნარიყალას“  საბაგირო გზის სადგურები და გონდოლები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდებოდა. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე უფასო სასადილოებში, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღებსა და სახელოვნებო სკოლებში, ასევე თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩატარდა.