მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის რუსული ვაქცინა
1597405306
COVID-19

დღეს, 15 აგვისტოს დაფიქსირებული 23 კოვიდინფიცირების შემთხვევიდან 1 პაციენტი კლინიკა „ღია გულის“ ექთანია. მისი ინფიცირების წყარო კი უცნობია.

ამ დროისთვის დაავადებული ექანი ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

პაციენტის კონტაქტები ნაწილობრივ გამოკვლეულია, მათგან 40 პიროვნება „ღია გულის“ პერსონალია. ამ ეტაპზე განიხილება კონტაქტების საკარანტინე ზონაში გადაყვანის საკითხი.

მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის, სოსო ჯაფარიძის თქმით, ექთანს ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, აქედან 40 „ღია გულის“ თანამშრომელია.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა მიმიდნარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით დადასტურებულია კოვიდინფიცირების 1306 შემთხვევა, აქედან 1085 გამოჯანმრთელებულია.