მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს დასრულდება

NCDC-ის დირექტორი
1600943967
COVID-19

თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან ტესტირება 18 სექტემბერს დაიწყო. ჯამში აღებულია 754 პირის ნიმუში. დღეს დილით ცნობილი იყო 538 ტესტის პასუხი, აქედან კოვიდადებითი იყო 4.

„იუსტიციის სახლთან ტესტირება დღესაც გრძელდება, იქ 2 ბრიგადა მუშაობს. ეს გარკვეული გატესტვის მიზნით კეთდება, თუ როგორია ვირუსის ცირკულირება. დღეს, 20:00 საათამდე იქ 2 ბრიგადა კიდევ იქნება. ხვალ კი, ტესტის პასუხები ცნობილი გახდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 24 სექტემბერს კორონავირუსმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კოვიფინფიცირებულთა რიცხვი 259-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1705 გამოჯანმრთელებულია, 26 გარდაცვლილი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5584 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა კი, 563-ია.