მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისში კორონავირუსი 29 ადამიანს დაუდასტურდა“ - მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია პირბადით
1600240013
COVID-19

დღეს, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისი 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან:

  • ბათუმი 144
  • ქობულეთი 1
  • თბილისი 29
  • ქუთაისი 7
  • საჩხერე 1
  • შიდა ქართლი (გორი) 4
  • ქვემო ქართლი (გარდაბანი) 3
  • გურია-ოზურგეთი 4
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი) 2
  • ფოთი 1
  • მცხეთა 1

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა დიდი ნაწილი აჭარიდანაა და იმედოვნებს, რომ მალე მოხდება შემთხვევების შემცირება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.